ევროპარლამენტარი ფროელიხი: ჰელსინკის კომისია დემოკრატიის რიტორიკის უკან იმალება, როდესაც მშვიდობას ძირს უთხრის. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესანიშნავად ამოიცნო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 15 თებერვალი 2026, 23:31

„ჰელსინკის კომისიის“ სკანდალზე და კომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ მიდგომაზე ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი „იმედი კვირას“ ესაუბრა.

„ჰელსინკის კომისია წარმოადგენს ყველაფერ კორუმპირებულს, როდესაც საგარეო პოლიტიკურ არქიტექტურაზე ვსაუბრობთ, მათ არ აქვთ ანგარიშვალდებულება. კომისიაში შეაღწია უცხო ფულმა, ეს კომისია დემოკრატიის შესახებ რიტორიკის მიღმა იმალება, როდესაც მშვიდობას ძირს უთხრის. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესანიშნავად ამოიცნო, ეს გახლავთ პრაგმატული ხელისუფლების დაპირისპირება ომის პარტიასთან“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა.

იგი „იმედის კვირასთან“ საქართველოს მიმართ ჰელსინკის კომისიის მიდგომის შესახებ აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ წარმოებული კამპანია დემოკრატიას არ ემსახურება.

„ჰელსინკის კომისიის მიერ წარმოებული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ ემსახურება ადგილზე საკუთარი ქსელის დაცვას და არა დემოკრატიას, საქართველომ უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა რეგისტრაციით, შიდა პროცესებზე ამ კომისიის გავლენა შეასუსტა, მიუხედავად ამისა ჰელსინკის კომისია ინარჩუნებს კავშირს საკუთარ აგენტებთან რომლებიც მუდამ გადატრიალებას, პოლიტიკურ ძალადობას გეგმავენ საქართველოში, - აცხადებს ფროელიხი.

ევროპარლამენტარი ასევე ამბობს, რომ ჰელსინკის კომისია სხვა სახელმწიფოთა საქმეში ჩარევის ინსტრუმენტია. ფროელიხი შიდაგამოძიების მიერ კომისიაში გამოვლენილ დარღვევებზეც საუბრობს.

„თავად კომისიის შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ კომისიაში ადგილი აქვს სისტემურ ჩავარდნას უცხო გავლენის აგენტთა რეგისტრაციას, ფარულ დაფინანსებას უცხოეთიდან, საკმაოდ საეჭვო ურთიერთობას კომისიის თანამშრომლებსა და უცხო სახელმწიფოებს შორის. ეს კომისია არ ემსახურება ამერიკულ ინტერესებს, ის ემსახურება ნაწილობრივ ვაშინგტონში და რაც მთავარია ბრიუსელში მყოფ ელიტებს, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ეს ინსტიტუტი იმ ძალის წარმომადგენელია რომელიც მუდმივი კონფლიქტით საზრდოობს", - განუცხადა ფროელიხმა „იმედის კვირას“.

ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით ბრიფინგი გასულ კვირაში გაიმართა. „არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი - შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში", - განაცხადა ბრიფინგზე ლორა თორნტონმა.

როგორც ცნობილია, ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებული სკანდალი გასულ კვირაში გახმაურდა. პროფესორი სტივენ შრაგე აქვეყნებს ჰელსინკის კომისიის წევრების მამხილებელ დოკუმენტებს და გამოძიებას ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Guardian: ზელენსკი აშშ-ისგან მინიმუმ 20 წლით უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს
ბარაკ ობამა: „სოციალურ მედიაში კლოუნური შოუ მიმდინარეობს“
სტეფანო ახოკე: ჰელსინკის კომისია „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტია, მისი წევრები, რომელთაც ახლო კავშირები აქვთ ქართულ ოპოზიციასთან, „დიფ სთეითს“ წარმოადგენენ
თამთა მეგრელიშვილი: დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული და საფუძვლიანად არგუმენტირებული წინააღმდეგობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობა წინააღმდეგობისთვის, რადგან მათ თვითმიზანს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა წარმოადგენს და არა რეფორმების მიზანი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, 16 და 17 თებერვალს გამოიჩინონ სიფრთხილე და ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
არქივი