ზელენსკი მოითხოვს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მინიმუმ 20 წლით მისცეს, ხოლო ევროპამ - დაასახელოს მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ზუსტი თარიღი, წერს The Guardian.
თავის მხრივ, კიევის მხრიდან რაიმე დათმობა რეჟიმის ხელმძღვანელმა შეუძლებლად გამოაცხადა.
მიუნხენში უკრაინის ლიდერმა გამოთქვა იმედი, რომ „მომდევნო კვირაში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრები სერიოზული, შინაარსიანი და ყველასთვის სასარგებლო იქნება“, თუმცა დაამატა: „გულწრფელად რომ ვთქვა, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მხარეები სრულიად განსხვავებულ საკითხებზე საუბრობენ“.
„ამერიკელები ხშირად უბრუნდებიან დათმობების თემას, თუმცა ზედმეტად ხშირად ეს დათმობები მხოლოდ უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის“, - დასძინა მან.
ევროპა იმედგაცრუებულია იმით, რომ აშშ-ს აშკარად არ სურს მკაფიოდ ჩამოაყალიბოს, რა სახის უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზებს ის უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |