უკრაინის დელეგაცია ჟენევაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ხვალ, სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს დავიწყებთ. დღის წესრიგი შეთანხმებულია და გუნდი მუშაობისთვის მზად არის“, - წერს უმეროვი X-ზე.
უმეროვი წერს, რომ უკრაინის დელეგაცია „უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციულ ჩართულობასა და შინაარსიან შეხვედრებს ელის“.
ცნობისთვის, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს გაიმართება.
უმეროვის ცნობით უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |