ირაკლი კირცხალია: მხოლოდ შვედეთი არ იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი. თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 17 თებერვალი 2026, 01:16

თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი2“-ის ეთერში.

ირაკლი კირცხალია შვედეთზე მის განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ მისი ეს განცხადება გამოწვეული იყო იმ უტიფარი განცხადებების გამო, რაც საქართველოს მიმართ ჟღერდება. უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ დღეს იმ ქვეყნებშიც კი პრობლემებია, რომლებიც ისტორიულად დემოკრატიის აკვნად მიიჩნეოდნენ.

კირცხალიამ მის ოპონენტ ნიკა ობოლაძესაც მიმართა, რომ მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე ღიმილისმომგვრელია განცხადებები, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას ეხება.

„ეს განცხადება ემსახურებოდა იმ უტიფარ განცხადებებს და შეშფოთებებს და არა მხოლოდ შვედეთი იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი. თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, სადაც დემოკრატია, ერთ დროს იწოდებოდა, როგორც დემოკრატიის აკვნად, ვხედავთ, როგორ იღვიძებს იქაც საზოგადოება. თითოეულ იმ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს. როდესაც ქვეყნის აღმშენებლობაზე საუბრობთ და მესაუბრებით პროექტებზე, ღიმილისმომგვრელია თქვენი მხრიდან ამ ყველაფრის მოსმენა თქვენი ყოფილი გუნდის გამოცდილების ფონზე, რაც 2012 წლამდე გვქონდა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არცერთ ეკონომიკურ კავშირს არ სჭირდება, რომ მან წევრად მიიღოს ქვეყანა, რომელიც არ არის ეკონომიკურად მდგრადი. როდესაც რომელიმე კავშირში მიდიხარ, შენ უნდა იყო წელში გამართული და სწორედ ამას ვაკეთებთ ამ პრაგმატული პოლიტიკით
უკრაინის დელეგაცია ჟენევაში ჩავიდა, სადაც უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება
POLITICO: „ოქროს ხანა“ - რუბიომ ორბანი უნგრეთის არჩევნების წინ შეაქო
ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები
ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია
არქივი