საქართველოს ყოფილი ვიცე - პრემიერი, ლევან დავითაშვილი გაზის კორპორაციის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ჩიქოვანთან ერთად სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. შენობა მან ცოტა ხნის წინ დატოვა და პირველი კომენტარი გააკეთა.
"განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი, ალბათ იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების ნაწილში, კერძოდ, ჩვენ მნიშველოვანი წვილილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერტად, ვფიქრობ, და ამას დრო დასჭირდა. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო, რადგან იყო კითხვები ჩვენი აქტიური მონაწილეობა რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს მომარაგების კუთხით, ან არ ქმნიდეს, აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც განვიხილეთ, ასევე განვიხილეთ ის, რომ მომავალში, საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება, რადგან რეალურად გვაქვს ხელშეკრულება, რომლებსაც ვადები აქვს, ზოგი გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს,გარკვეულის გადახედვა და გაგრძელებაა საჭირო , ეს საკითხებიც განვიხილეთ, - განაცხადა დავითაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |