საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა AFP-ს დაუდასტურა, რომ ზამთრის თამაშებზე დაშვებული ექვსი რუსი და ოთხი ბელარუსი სპორტსმენი საკუთარი ქვეყნების დროშებით იასპარეზებენ.
კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, ამ სპორტსმენებს „ისევე მოექცევიან, როგორც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს“.
ადრე მოქმედებდა აკრძალვა, რომლის მიხედვითაც რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს საკუთარი ქვეყნის დროშით გამოსვლა არ შეეძლოთ და მხოლოდ ნეიტრალური სიმბოლიკით მონაწილეობდნენ.
პარაოლoმპიურმა კომიტეტმა ეს შეზღუდვა გასული წლის სექტემბერში ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე გააუქმა.
ზამთრის პარაoლიმპიური თამაშები გაიმართება 6–15 მარტს.
რუსეთს გამოყოფილი აქვს:
ორი ადგილი სამთო-სათხილამურო სპორტში,
ორი ადგილი სათხილამურო რბოლებში,
ორი ადგილი სნოუბორდში.
ბელარუსისთვის განკუთვნილი ოთხივე ადგილი სათხილამურო რბოლებშია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |