45
17 თებერვალი 2026, 22:12
როგორც The Hollywood Reporter წერს, კვირას ღამით მსახიობი ნასვამ მდგომარეობაში, შიშველი ტორსით და ფულის გარეშე მივიდა ნიუ-ორლეანში მდებარე 24-საათიან ბარში.
ბარის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ის ცდილობდა ბარის დახლს მიღმა გადასვლას, რათა „ცნობილი ბარმენის როლი მოერგო“.
პერსონალის უარის შემდეგ მსახიობმა დაიწყო კითხვა:
„იცით, მე ვინ ვარ?“
ლაბაფი დაწესებულებიდან გააძევეს. ქუჩაში მან ორი მამაკაცთან ჩხუბი წამოიწყო. მოგვიანებით ის დააკავეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მსახიობს ფიზიკური ძალადობის ბრალდება წაუყენეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |