Axios: ტრამპი ირანთან დიდ ომს უახლოვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 18 თებერვალი 2026, 17:01

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში დიდ ომს იმაზე სწრაფად უახლოვდება, ვიდრე ეს ამერიკელებს ჰგონიათ. სტატიას ამ შინაარსით Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ომი, შესაძლოა, ძალიან მალე დაიწყოს. აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში იქნება მასშტაბური, ის რამდენიმე კვირას გასტანს და ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის მსგავსი არ იქნება.

როგორც გამოცემას წყარო უყვება, სავარაუდოდ, ეს აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაცია იქნება. ის გაცილებით მასშტაბური და ირანის რეჟიმისთვის ეგზისტენციური საფრთხის მატარებელი იქნება, ვიდრე 12-დღიანი ომი, რომელიც გასული წლის ივნისში მოხდა და რომელშიც ამერიკამ მიიღო მონაწილეობა, რათა ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები გაენადგურებინა.

ასეთ ომს დრამატული გავლენა ექნება მთელ რეგიონზე და ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილ სამ წელიწადზე დიდ გავლენას მოახდენს. იმის გამო, რომ აშშ-ის კონგრესი და საზოგადოება სხვა საკითხებით არიან დაკავებულები, ამერიკულ საზოგადოებაში არ მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ომი, წერს გამოცემა.

იანვრის დასაწყისში ტრამპი ირანზე თავდასხმის განხორციელებასთან ახლოს იყო, რადგან რეჟიმმა ათასობით ადამიანი მოკლა. მაგრამ, როცა შესაძლებლობების ფანჯარა ხელიდან იქნა გაშვებული, ამერიკული ადმინისტრაცია ორ ეტაპიან გეგმაზე გადავიდა: ბირთვული მოლაპარაკებები და სამხედრო ძალის გაზრდა რეგიონში, აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ტალიაშვილის აუდიენცია ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერთან
უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს
კორუფციასთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ და პრობლემები არ უნდა შეექმნას მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს
ათი წლის წინ ვთქვი, რომ ნატო ტვინმკვდარი იყო. ის 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად აღდგა
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
არქივი