ზალუჟნიმ 2023 წლის კონტშეტევის ჩავარდნაში ზელენსკი დაადანაშაულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 18 თებერვალი 2026, 17:33

უკრაინული არმიის 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევა ჩავარდა იმის გამო, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჭირო რესურსები არ გამოყო, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ Associated Press-თან ინტერვიუს დროს.

ზალუჟნი ამბობს, რომ ის პირადად ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას იღებდა კონტრშეტევის გეგმის შემუშავებაში. გეგმის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ საჭირო იყო დიდი ძალების მობილიზება „ერთ მუშტად“, რათა ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის აღება მოხერხებულიყო. შემდეგ, გეგმის მიხედვით, უკრაინული ჯარი აზოვის ზღვისკენ უნდა დაძრულიყო, რაც ყირიმს სამხედრო მომარაგების გარეშე დატოვებდა.

ოპერაციის წარმატებად ჩასატარებლად საჭირო იყო „ძალების მასშტაბური, კონცენტრირებული გაზრდა და ტაქტიკური მოულოდნელობა“, აღნიშნა ზალუჟნიმ. ამის ნაცვლად, მისი თქმით, ძალები ფრონტის მთელ ხაზზე განთავსდა, რამაც ჯარის შეტევითი პოტენციალი შეასუსტა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ტალიაშვილის აუდიენცია ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერთან
უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს
კორუფციასთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ და პრობლემები არ უნდა შეექმნას მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს
ათი წლის წინ ვთქვი, რომ ნატო ტვინმკვდარი იყო. ის 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად აღდგა
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
არქივი