ხორვატიის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი პლენკოვიჩის განცხადებით, თუ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირში გაწევრიანების მეთოდოლოგია შეიცვლება, მაშინ ახალი წესები ყველა კანდიდატს უნდა შეეხოს, მათ შორის საქართველოს.
„თუ ჩვენ მეთოდოლოგიას გეოპოლიტიკურ მიდგომაზე შევცვლით, მაშინ ვითარება მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით არ შეიცვლება. მე მხარს ვუჭერ უკრაინას, მაგრამ ცვლილებები ყველას უნდა შეეხოს. ეს დიდ აფეთქებას [გაფართოებას] გამოიწვევს, ხოლო დიდი აფეთქება ჩვენ მრავალი წელია არ გვქონია“, - განუცხადა პლენკოვიჩმა „რადიო თავისუფლებას“.
ჟურნალისტმა ხორვატიის პრემიერს სთხოვა დაეზუსტებინა, თუ რას გულისხმობდა ის, როცა ამბობდა, რომ ახალი მეთოდოლოგია ყველას უნდა შეეხოს. მისი თქმით, ის გულისხმობს ყველა ქვეყანას, ვისაც კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული: ალბანეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოს, კოსოვოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთს და თურქეთს.
მისი თქმით, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ტექნიკურად უფრო შორს არიან წასულნი, ვიდრე უკრაინა. აღნიშნული ქვეყნები მრავალი წელია, ათწლეულებია ელიან გაწევრიანებას.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |