მედია: უნგრეთმა უკრაინას დიზელის მიწოდება შეუჩერა მანამ, სანამ კიევი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით უნგრეთში ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 18 თებერვალი 2026, 18:03

უნგრეთის მთავრობამ უკრაინას დიზელის საწვავის მიწოდება შეუჩერა მანამ, სანამ კიევი უნგრეთში ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გააკეთა.

როგორც სიიარტომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უნგრეთსა და სლოვაკეთს „დრუჟბას“ გავლით ნედლი ნავთობი 27 იანვრიდან არ მიუღია. ნავთობსადენი რუსეთმა დააზიანა. მას შემდეგ მიწოდება არ აღდგენილა. მომხდარში უნგრეთი უკრაინას ადანაშაულებს.

სიიარტოს განცხადებით, უკრაინელების მხრიდან მომდინარე „პოლიტიკური შანტაჟის“ გამო, უნგრეთს ნავთობი აღარ მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ „ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით უნგრეთში ნავთობის გადაქაჩვისთვის საჭირო ყველა ტექნიკური, ფიზიკური და ლოგისტიკური პირობა შექმნილია“.

ცნობისთვის, ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლის მეშვეობითაც რუსული ნავთობი უკრაინის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთში ხვდება, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო რამდენჯერმე გამხდარა თავდასხმის სამიზნე. 2025 წელს მან მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. მიმდინარე წლის თებერვალში ნავთობსადენი კვლავ დაზიანდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ტალიაშვილის აუდიენცია ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერთან
უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს
კორუფციასთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ და პრობლემები არ უნდა შეექმნას მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს
ათი წლის წინ ვთქვი, რომ ნატო ტვინმკვდარი იყო. ის 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად აღდგა
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
არქივი