უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 18 თებერვალი 2026, 21:19

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში არსებული ფუნქციური დუბლირების საკითხი დააყენა და ერთ-ერთი ინსტიტუტის გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„გადაწყვეტილების მიმღები ზედმეტი რგოლების არსებობა ანელებს თვითმმართველობების ეფექტურობას,“ - აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ არსებული მმართველობითი მოდელი დამატებით ბიუროკრატიულ და ფინანსურ ტვირთს ქმნის, რაც სისტემურ გადახედვას საჭიროებს.

“რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვას ქვეყანაში ახორციელებს რამდენიმე რგოლი. პირველი რგოლი არის თვითმმართველობა, რაც გულისხმობს მაღალი ლეგიტიმაციით, პირდაპირი წესით არჩეულ მერებსა და საკრებულოებს. მეორე რგოლად შეიძლება ჩავთვალოთ ცენტრალური ხელისუფლების რეგიონული წარმომადგენლობები. ამათ გარდა არის კიდევ ორი დამატებითი რგოლი, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთმანეთის ფუნქციების დუბლირებას ახდენენ. ეს არის, ერთი მხრივ, სამხარეო ადმინისტრაციები სახელმწიფო რწმუნებულების სახით და მეორე - შარშან შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტრო. სამინისტროს წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარია - ამაში ვგულისხმობ არა მის მიერ განსახორციელებელი პროექტების, არამედ უშუალოდ სამინისტროს შენახვის ხარჯს. 13 მილიონ ლარს აღემატება სამხარეო ადმინისტრაციების შენახვის ხარჯი. ამას დავუმატოთ ავტომანქანები, შენობები, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და გასაგები გახდება, რაც უჯდება საქართველოს მოსახლეობას ეს დუბლირება. ფაქტია, რომ ან რეგიონული განვითარების სამინისტრო არის მეხუთე ბორბალი, ან - სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი და, შესაბამისად, რომელიმე მათგანი გასაუქმებელია.

დღეს ასეთი ვითარება გვაქვს: ერთი მხრივ, არსებობს ძლიერი თვითმმართველობა თავისი დამოუკიდებელი ბიუჯეტით და ვლაპარაკობთ მის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. ბუნებრივია, რომ ხალხის მიერ არჩეულ, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მერს, შესაბამისი დამოუკიდებლობაც უნდა ჰქონდეს და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაც უნდა შეეძლოს. ბუნებრივია, პარალელურად უნდა ხდებოდეს კორუფციის ძალიან მკაცრი კონტროლი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები ზედმეტი რგოლების არსებობა ანელებს თვითმმართველობების ეფექტურობას. შესაბამისად, ამ ორი რგოლიდან რომელიმე უნდა გაუქმდეს - ან სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო. ჩემი აზრით, ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი ევრობიუროკრატიაზე: ჩვენს თვალში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით
რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია: სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ სიცრუეა
ლუკა ბერულავა - აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ჩემი ქვეყნის, მიწის და ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ
გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა, თუ შეგნებულად წავიდნენ წინააღმდეგი, მაშინ ეს არის შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული აქტი
არქივი