რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 18 თებერვალი 2026, 23:24

კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს, თუ რამდენად მართებული იყო ის პოლიტიკა, რასაც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ატარებს, მაშინ როდესაც ჩვენი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი სუვერენიტეტის დაცვაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე საუბრისას.

მინისტრის თქმით, კონფერენციის ტრიბუნებიდან ხშირად ისმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო, თანამედროვე წესრიგის გადალაგების პროცესში ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბევრი თვალსაზრისით საინტერესო იყო. ორ მნიშვნელოვან მიმართულებაში იყო საქართველო წარმოდგენილი. ერთი ეს გახლდათ შუა დერეფნის განვითარება და დაკავშირებადობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. მეორე, გაფართოების შესახებ გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატშიც გვქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბევრი სტუმარი ესწრებოდა უსაფრთხოების კონფერენციას და იყო კარგი შესაძლებლობა ჩემს კოლეგა მინისტრებთან მქონოდა საუბარი სხვადასხვა საკითხებზე. რაც ხდებოდა თავად კონფერენციის ფარგლებში ესეც ალბათ საყურადღებოა, საყურადღებოა თუ როგორ ისახება ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის კონტურები, ესეც მნიშვნელოვანი განხილვის თემა გახლდათ, როგორია ევროპიდან ევროპის მომავლის ხედვა და ხედვა ამერიკიდან ევროპის მომავლის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ როდესაც აშშ ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩო შექმნას, ამაზე ვიმუშაოთ
იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა
იონათამიშვილი გახარიას პარტიაზე: კენჭისყრაში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წინააღმდეგ წასვლას, პასუხისმგებლობა მოჰყვება - ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება
მაიკ ბენცი: ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების გამო
დღეს ბრიუსელში ნაკლებად არის ობიექტური რეალობის სწორად შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ამ ფონზე არ არის
არქივი