მაკა ბოჭორიშვილი ევრობიუროკრატიაზე: ჩვენს თვალში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 18 თებერვალი 2026, 23:53

ჩვენს თვლაში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით. ის რომ დღეს შეიძლება მიკროფონით სდიო ადამიანებს, აბა თქვით პუტინი არის თუ არა ტერორისტი, არის თუ არა საერთაშორისო კრიმინალი და მეორე დღეს დაჯდე და თამამად თქვა, რომ მე რუსეთს უნდა ვესაუბრო სხვა გამოსავალი არ არის, ამ დროს შენი სანდოობა და სახე ზიანდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას.

საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ ცვალებადი პოზიციებით ევრობიუროკარტები საკუთარ თავს ერჩიან.

„საბჭოთა კავშირის დროს არ მოვქცეულვართ რუსეთის გავლენის ქვეშ და რა მოხდა ახლა 2022 წელს ისეთი საქართველოში, რომ უცებ გახდა მთელი საქართველო ასეთი რუსული თუ პრორუსული? ხომ წარმოუდგენელია, ეს ხომ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები და მიზეზები იყო, რის საფუძველზეც დააზიანეს ეს ურთიერთობები. არ არსებულის მოგონება ყოველთვის შეიძლება, აქედან გამომდინარე არარსებული თუ შეიცვლება ესეც არ მგონია, რომ დიდად განმსაზღვრელი იქნება საქართველოსთან ურთიერთობების გადალაგებისთვის და არც იმას არავინ იტყვის რა ტყუილად გავბრაზებულვართ ამ ხალხზე და მიზეზი არ გვქონიაო“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე წლის ბოლომდე სავარაუდოდ ბევრი რამ შეიცვლება.

„ეს დამოკიდებული იქნება როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები, თუ როგორი იქნება სამშვიდობო გეგმა თუ იქნა ეს მიღწეული და როგორი იქნება კონტურები ახალი ევროპული უსაფრთხოების, რაც ნაკლებად იწერება ევროპაში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ როდესაც აშშ ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩო შექმნას, ამაზე ვიმუშაოთ
იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა
იონათამიშვილი გახარიას პარტიაზე: კენჭისყრაში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წინააღმდეგ წასვლას, პასუხისმგებლობა მოჰყვება - ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება
მაიკ ბენცი: ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების გამო
დღეს ბრიუსელში ნაკლებად არის ობიექტური რეალობის სწორად შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ამ ფონზე არ არის
არქივი