მაკა ბოჭორიშვილი: თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 18 თებერვალი 2026, 23:55

თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს გზა არსებობს, მოქმედებს, ვითარდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება და არა მცირდება.

„ამის რისკს ნამდვილად ვერ ვხედავ და არ არსებულია ჩვენ ამ შიშებით ვიყოთ, ვინმემ შეგვაშინოს, რომ საქართველო გაქრება რუკიდან. საქართველო არ გაქრება რუკიდან ნამდვილად. უბრალოდ, იმ ხალხის კომპეტენციასთან დაკავშირებით შესაძლოა დასვა კითხვის ნიშანი, რომელიც დღეს საუბრობს დაკავშირებადობაზე და არ ახსენებს მთავარ რგოლს ევროპისთვის - საქართველოს.

ან, არ ახსენებს კი არა, ერჩის მას და პირიქით, ცდილობს რომ რაღაცნაირად დააზიანოს ეს გზა მაშინ, როდესაც სხვა ალტერნატივა დღეს არ არსებობს. რაც არ უნდა ვისაუბროთ, არის დღეს ინტენსიურად საუბარი აზერბაიჯანი-სომხეთის გზით ახალი გზების მშენებლობაზე, რომელზეც თამამად შეგვიძლია მშვიდად და წყნარად ვთქვათ, რომ კარგია რეგიონისთვის. ეს თუ განვითარდება და თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს გზა არსებობს, მოქმედებს, ვითარდება. ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება და არა მცირდება. კიდევ სამი-ოთხი მარშრუტი რომ დაემატოს მას, მაინც საკმარისი არ იქნება ალბათ იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება დღეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როდესაც ტვირთბრუნვაზეა საუბარი.

აქედან გამომდინარე, ესეც თუ როგორ ცდილობენ ზოგიერთები გამოიყენონ აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებაში და წარმოაჩინონ, ან თითქოს ორაზროვანი კითხვები დასვან, აი თქვენ როგორ უყურებთ, კარგად ვუყურებთ ამას ყველაფერს, გვიხარია, მოგვწონს და არ ვუყურებთ ამას როგორც კონკურენტ გზას საქართველოზე გამავალი გზის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ როდესაც აშშ ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩო შექმნას, ამაზე ვიმუშაოთ
იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა
იონათამიშვილი გახარიას პარტიაზე: კენჭისყრაში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წინააღმდეგ წასვლას, პასუხისმგებლობა მოჰყვება - ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება
მაიკ ბენცი: ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების გამო
დღეს ბრიუსელში ნაკლებად არის ობიექტური რეალობის სწორად შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ამ ფონზე არ არის
არქივი