დღეს ბრიუსელში ნაკლებად არის ობიექტური რეალობის სწორად შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ამ ფონზე არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 18 თებერვალი 2026, 23:58
დღეს ბრიუსელში ნაკლებად არის ობიექტური რეალობის სწორად აღქმის და შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს. ზოგადად რაც ხდება, ვფიქრობ, რომ ბრიუსელში კარგად არ ხდება ამ ყველაფრის გაანალიზება და ამ ყველაფრის ფონზე სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია საერთოდ ვერ ხვდება საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულისებში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულისებს მიღმა იყო ბევრი შეხვედრა.

„იყო ბევრი საუბარი - საუბარი რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულ თემებზე. დიახ, იქ იმყოფებოდა ევროკომისარი მარტა კოსი, რომელიც მონაწილეობდა იმ პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ევროკავშირის გაფართოებას, რაც ძალიან საინტერესო იყო ერთის მხრივ, ჩვენთვის მოსასმენად და გასაანალიზებლად, თუ რა ხდება დღეს ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში ბრიუსელში, ევროკავშირის დედაქალაქებში. თუ როგორ ხედავენ გაფართოების პროცესს კანდიდატი ქვეყნები, განსაკუთრებით ბალკანეთის რეგიონიდან და უკრაინა, ამ ყველაფერში რა როლი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და როგორი არის უკრაინის მომავალი ევროკავშირის გაფართოებისთვის.

ძალიან საინტერესო დისკუსიები იყო, საინტერესო კონტურებიც გამოიკვეთა, თუ რა ხდება ასევე კულისებს მიღმა. როგორც ჩანს, ევროპის დედაქალაქები სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ არიან მზად ევროკავშირში უახლოეს მომავალში უკრაინის მისაღებად. როგორც ჩანს, ეს საკითხი იქნება გაფართოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უახლოეს პერიოდში. ის, თუ როგორ გადაწყდება უკრაინის საკითხი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არა მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებას, არამედ თავად ევროკავშირის მომავალს”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას აქვს განცდა, რომ დღეს ბრიუსელში ნაკლებად არის ობიექტური რეალობის სწორად აღქმის და შეფასების შესაძლებლობები.

„ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს. ზოგადად რაც ხდება, ვფიქრობ, რომ ბრიუსელში კარგად არ ხდება ამ ყველაფრის გაანალიზება და ამ ყველაფრის ფონზე სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია საერთოდ ვერ ხვდება საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, თუ რა უშლის ამას ხელს, მინისტრმა უპასუხა, რომ ამას ხელს უშლის ჩარჩოები, რომლებიც თავად შექმნეს.

„თავად შექმნეს ის სტანდარტები თუ ორმაგი სტანდარტები თუ რამდენმაგი სტანდარტები, უკვე რთულია ამის დადგენა, მაგრამ მთავარი, რაც აკლია დღეს ბრიუსელს, ეს არის სტრატეგიული ხედვა, სტრატეგიული ხედვის განხორციელება, რაზედაც თავად მარკო რუბიომაც მიუთითა არაერთხელ, მათ შორის, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებშიც.
მაშინ, როდესაც ევროკავშირს დღეს თავისივე უსაფრთხოებისთვის, თავისივე ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ძალიან სჭირდება შუა დერეფნის განვითარება და შუა დე

მაკა ბოჭორიშვილი ევრობიუროკრატიაზე: ჩვენს თვალში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით

რეფნის განვითარება სწორედ საქართველოს მონაწილეობით, ეს ძალიან მნიშვნელოვანნი კომპონენტია. ამ ფონზე და ამ პირობებში, როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებისთვის ისევ ბრიუსელი ირჩევს არა დიალოგის რეჟიმს, არამედ ზეწოლის ენის გამოყენებას, რა თქმა უნდა, არის ის სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც დღეს ის ბიუროკრატია უშვებს, რომელიც ზის ბრიუსელში.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ წევრი ქვეყნების მხრიდან ამ სტრატეგიული საჭიროების გაცნობიერება მეტად ხდება, რაც არის საქართველოსთან დაკავშირებული და უფრო მეტად იცვლება წევრი ქვეყნების პოზიციები გარკვეულწილად საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, თავად ბრიუსელის დამოკიდებულება, ვიცით ჩვენ, როგორია დღევანდელი კომპოზიცია ევროკომისიის. დიდი მოლოდინები იქ ნამდვილად არ მაქვს მაშინ, როდესაც კაია კალასი წყვეტს და არა ევროკავშირის წევრები, დიდწილად საგარეო ურთიერთობებში თუ როგორი პოზიცია უნდა დაიჭიროს ევროკავშირმა. ესეც მნიშვნელოვანია - მაშინ, როდესაც ერთის მხრივ საუბარი არის სუვერენიტეტის აუცილებლობაზე, სუვერენიტეტის წინ წამოწევის აუცილებლობაზე და მეორეს მხრივ კაია კალასის მიერ ხდება განსაზღვრა მესამე ქვეყნებთან ურთიერთობების - ესეც გარკვეული ანომალიაა, რომელსაც დღეს ვხედავთ სწორედ საგარეო პოლიტიკაში.

თუმცა, ამასთან ერთად ისიც უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე დედაქალაქშიც ვიმყოფებოდი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ხმამაღალი დამოკიდებულება სწორედ ამ პრინციპებთან მიმართებაში - როგორც ბუდაპეშტი, ასევე სლოვაკეთშიც. სლოვაკეთის ხელისუფლებაც საკმაოდ ხშირად საუბრობს სუვერენიტეტზე და ეს არის ის მნიშვნელოვანი დასაყრდენი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შანსი თუ არსებობს დღეს კიდევ ბრიუსელში, სწორედ აქედან შეიძლება ვიპოვოთ ამოსავალი წერტილები”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ როდესაც აშშ ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩო შექმნას, ამაზე ვიმუშაოთ
იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა
იონათამიშვილი გახარიას პარტიაზე: კენჭისყრაში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წინააღმდეგ წასვლას, პასუხისმგებლობა მოჰყვება - ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება
მაიკ ბენცი: ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების გამო
მაკა ბოჭორიშვილი: თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს
არქივი