იონათამიშვილი გახარიას პარტიაზე: კენჭისყრაში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წინააღმდეგ წასვლას, პასუხისმგებლობა მოჰყვება - ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 19 თებერვალი 2026, 00:47
ამაზე  უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, "გახარია-საქართველოსთვის" წევრის, გიგა ფარულავას განმარტებას, თუ რატომ მისცა მისმა პარტიამ ხმა შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ.

ის პასუხობს ფარულავას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი პარტიის წევრი განხილვებსაც ესწრებოდა და მეტიც, მას შშმ პირი ახლდა, რომლის შენიშვნებიც არ იქნა გათვალისწინებული, ამიტომ მისცეს ხმა კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ.

იონათამიშვილის განცხადებით, საკომიტეტო განხილვაზე შენიშვნა ან განსხვავებული მოსაზრება, რომელიმე შშმ პირს არ გამოუთქვამს და პირიქით, ყველა დამსწრე მიესალმა კანონპროექტს. მისივე თქმით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, "შალვა კერესელიძე ძლივს ჩამოვიდა ტრიბუნიდან", შშმ პირებთან დაკავშირებულ თემაზე კი, ხმა არ ამოუღიათ.

"ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება.
1. განხილვას რომ ესწრებოდნენ პლენარულ სხდომაზე და ხმა არ ამოუღიათ, კენჭისყრაშიც რომ მიიღეს მონაწილეობა და წინააღმდეგი მისცეს ხმა, ეგ არის ამ პარტიის უპასუხისმგებლობა და სირცხვილი!
2. კენჭისყრაში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა და თავი შეეკავებინათ, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წინააღმდეგ წასვლას, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მოჰყვება!
3. სხვათა შორის, იმავე დღეს, პროდუქტის უსაფრთხოების და საჯარო სამსახურის შესახებ კანონებში წინააღმდეგი არ დაუფიქსირებიათ. და სხვა საკითხებზე, ბატონი შალვა კერესელიძე ძლივს ჩამოვიდა ტრიბუნიდან.
4. საკომიტეტო განხილვაზე კანონის პროექტთან დაკავშირებით არც შენიშვნა გამოუთქვამს რომელიმე შშმ პირს და არც განსხვავებული მოსაზრება. პირიქით, ვინც კი ესწრებოდა, ყველა მიესალმა ამ კანონში ვებმისაწვდომობის შესწორებებს.
5. გახარიას ფარულავასგან, ცხადია, არაფერი გვიკვირს. მან მაგალითად დღეს, შსს მინისტრს უსაყვედურა ნარკოპოლიტიკაზე, მოვაჭრეებს არავინ იჭერს და საზღვარს არავინ აკონტროლებსო, მაშინ, როდესაც მარტო 2025 წელს 2,300 ნარკომოვაჭრეა დაკავებული და თუნდაც იმ ერთი საქმის გახსნა, როდესაც 1 ტონა ჰეროინი ამოიღეს ჩვენმა სამართალდამცველებმა, რომლის საბოლოო დანიშნულებაც ევროპის ქვეყნები იყო, რად ღირს. ანუ ევროპის ქვეყნები მადლობას გვეუბნებიან, ჩვენზეც ზრუნავთო და ეს აშკარად “სხვა ქვეყანაში” ცხოვრობს.
და ბოლოს, “ვებმისაწვდომობის შესწორებებზე” გვექნება განხილვა მეორე და მესამე მოსმენის ფარგლებში და ველოდები იმ შვიდეულის არგუმენტებს. გამოგვყვნენ მუხლობრივ განხილვაში და თქვან კონკრეტულად რას ეწინააღმდეგებიან და რატომ", - წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის საკითხს ეხება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ როდესაც აშშ ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩო შექმნას, ამაზე ვიმუშაოთ
იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა
მაიკ ბენცი: ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების გამო
დღეს ბრიუსელში ნაკლებად არის ობიექტური რეალობის სწორად შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ამ ფონზე არ არის
მაკა ბოჭორიშვილი: თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს
არქივი