ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ როდესაც აშშ ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩო შექმნას, ამაზე ვიმუშაოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 19 თებერვალი 2026, 01:32

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის შემდეგ ახალი ადმინისტრაციის პოზიციის შეცვლაზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ახალი ადმინისტრაციის განსხვავებულ პოზიციაზე მეტყველებს თუნდაც, ის ერთწლიანი დუმილი, რომელიც იყო სახელმწიფოდ დეპარტამენტის და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციონირების მხრიდან.

„ეს დუმილიც იყო გარკვეულწილად პოზიციის ცვლილება. გახსოვთ ალბათ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი შევიდოდა თეთრ სახლში, დღე არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის დღის წესრიგში რაიმე ფორმით. ამდენი მოსმენა ალბათ, არსად არაფერზე არ გამართულა, რამდენიც გაიმართა საქართველოსთან დაკავშირებით. მახსოვს, ზაფხულის პერიოდი იყო, შვებულებაში და დასასვენებლადაც არ წავიდა ხალხი და ყოველ მეორე დღეს საქართველოზე იყო მსჯელობა ხან სენატში, ხან კონგრესში, ხან ერთი კომისია იმართებოდა, ხან მეორე. წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს პოლიტიკაში იქმნებოდა ყოველდღიურად დღის წესრიგი განცხადებებით, რაც მოდიოდა მაშინ.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ერთ ღამეში და ერთ დღეში ვერ შეცვლი, თუმცა, შეიცვალა ის, რომ ჩვენ ეს აღარ გვესმოდა ერთი წლის განმავლობაში. იყო რა თქმა უნდა, შეცვლილი დინამიკა და შეუძლებელია, ეს არ დავინახოთ. შეუძლებელია, ჩვენ ეს არ შეგვემჩნია და არ ჩავთვალოთ, რომ გარკვეულწილად ეს იყო პოლიტიკის ცვლილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

ისიც ფაქტია, რომ ძალისხმევა არ შეჩერებულა ურთიერთობების დასაზიანებლად. ისიც ვიცით, რომ არც თანხების დახარჯვას ნანობენ იმისათვის, რომ ჩვენ ჯო უილსონის განცხადებები გვესმოდეს და ეს იყოს დამაბალანსებელი იმ სიჩუმისა, რომელიც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. თუმცა, ფაქტია, რომ ის ე.წ. მეგობარი აქტი არ არის მიღებული, რაც დარწმუნებული ვარ, არ იქნებოდა ასე, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც ჩამოყალიბებული პოზიცია ამ პოლიტიკის მიუღებლობასთან დაკავშირებით.

თუ როგორი იქნება ახალი ჩარჩო, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მუშაობა, თანამშრომლობა და ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩოს შექმნას, ჩვენ ამაზე ვიმუშაოთ”, - განაცხადა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა
იონათამიშვილი გახარიას პარტიაზე: კენჭისყრაში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ წინააღმდეგ წასვლას, პასუხისმგებლობა მოჰყვება - ამაზე უხერხული თავის მართლება ძნელად მახსენდება
მაიკ ბენცი: ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში საჭიროა რაღაც ტიპის გამჭვირვალობის კანონი - თუმცა, ევროკავშირის ბიუროკრატების ეს კლასი სანქციებით ემუქრებოდა უნგრეთსა და საქართველოს ასეთი კანონების გამო
დღეს ბრიუსელში ნაკლებად არის ობიექტური რეალობის სწორად შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ამ ფონზე არ არის
მაკა ბოჭორიშვილი: თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს
არქივი