დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 19 თებერვალი 2026, 22:57

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო იყო შემოღებული. შესაბამისი დოკუმენტი აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება 2014, 2018 და 2022 წლებში მიღებულ შეზღუდვებს, რომლებიც უკრაინაში არსებულ ვითარებას უკავშირდება.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ განკარგულებებში აღწერილი ქმედებები და პოლიტიკა კვლავ წარმოადგენს „არაორდინალურ და განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“.

„მე ვაგრძელებ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 1 წლით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

სანქციების გაგრძელება ხდება უკრაინის საკითხზე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, სადაც ვაშინგტონი შუამავლის როლს ასრულებს.

თეთრი სახლის ეს ნაბიჯი დაემთხვა მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც 17–18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები დიალოგის პროცესში არიან ჩართულნი, აშშ-ის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე საჭიროდ მიიჩნევს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტების შენარჩუნებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გურამ როგავაზე: იშვიათია ამგვარი აღიარების მოსმენა, რომ ადამიანი ჟურნალისტიკას კი არა პროპაგანდას ემსახურებოდა. დასაფასებელია
პროკურორი - ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან დიდი ხნის ნაცნობობა და „ახლო მეგობრობა“ დაადასტურა
სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს და კუდევ ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შოთა ბერეკაშვილი: ადგილობრივი წარმოება ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტია
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან
არქივი