შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 19 თებერვალი 2026, 23:31

ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, არაკონკურენტუნარიანი გარემო ბიზნესისთვის დამატებით ხარჯებს ქმნის.

„ჩვენი მიზანია სექტორში საკანონმდებლო ბაზა ისე შევცვალოთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს, პროცესები იყოს გამჭვირვალე. ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულმა მწარმოებლებმა ასეთი პრეტენზია გამოთქვეს, რომ არ გვაქვს გრძელვადიანი კონტრაქტები ქსელებთან, მათ შეუძლიათ კონტრაქტი ნებისმიერ დროს გაწყვიტონ, ან ფასის გადახედვა დაიწყონო. ბიზნესისთვის ეს დამატებით ხარჯებს ქმნის. არაპროგნოზირებადობა პროცესებს აძვირებს. 6 პრობლემა აღმოვაჩინეთ საწარმოო პროცესში: იმპორტზე დამოკიდებულება, მაღალი საოპერაციო ხარჯები, არასიმეტრიული ურთიერთობები, კაპიტალის მაღალი ღირებულება, ნაშთების მართვის პრობლემა, დიდი დანაკარგები. ეს რომ შევაჯამოთ, ქმნის მეექვსე პრობლემას, რომ ადგილობრივი წარმოება არაკონკურენტუნარიანი ხდება იმპორტთან მიმართებაში. ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გურამ როგავაზე: იშვიათია ამგვარი აღიარების მოსმენა, რომ ადამიანი ჟურნალისტიკას კი არა პროპაგანდას ემსახურებოდა. დასაფასებელია
პროკურორი - ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან დიდი ხნის ნაცნობობა და „ახლო მეგობრობა“ დაადასტურა
სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს და კუდევ ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შოთა ბერეკაშვილი: ადგილობრივი წარმოება ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტია
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
არქივი