შოთა ბერეკაშვილი: ადგილობრივი წარმოება ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 19 თებერვალი 2026, 23:32

ჩვენ დავიწყეთ ფასის შესწავლა პირველი წერტილიდან, ეს არის ადგილობრივი წარმოება, რადგან მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი წარმოება ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტია, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება იყოს კონკურენტული, ზუსტად გვესმოდეს რა ხარჯები აქვთ, ბიზნესპროცესები როგორ მიმდინარეობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, კომისია უკვე შეხვდა დაახლოებით 30 ადგილობრივ მწარმოებელს, შეისწავლა მათი საოპერაციო და საწარმოო ხარჯები, ფინანსური სტაბილურობა.

„ამ სამმა შეხვედრამ გამოავლინა, ის რომ არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც ფასწარმოქმნის ჯაჭვში დამატებით ხარჯს ქმნის. შედეგობრივად კი ვიღებთ იმას, რომ სამომხმარებლო კალათაში მომხმარებელი იღებს ძვირ პროდუქტს. კომპანიების თითქმის 100%-მა განაცხადა, რომ მათი წარმოება ნედლეულის ნაწილში დიდწილად დამოკიდებულია იმპორტულ ნედლეულზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ იმპორტის ინფლაციის ნიშნები. პოზიტიური დინამიკა ის არის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ლარის კურსი სტაბილურია, ასევე მნიშვნელოვანი იმპორტის ინფლაცია არ არის, ასეთ შემთხვევაში მწარმოებლებს მნიშვნელოვნად არ უძვირდებათ ამ ნაწილში პროდუქცია“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

დროებითი კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრო პირველადი დასკვნით, ფასნამატი საკვებ პროდუქტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე 86%-ია.

„ეს ნიშნავს იმას, რომ წარმოების წერტილიდან ან საბაჟო პუნქტიდან სამომხმარებლო კალათამდე საშუალოდ პროდუქცია ძვირდება 86%-ით. ეს მაჩვენებელი უაღრესად მაღალია. სახეზეა სიტუაცია როცა სტრუქტურულ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ჩვენი კომისიის მიზანია, რომ შეისწავლოს ფასწარმოქმნის ჯაჭვი“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გურამ როგავაზე: იშვიათია ამგვარი აღიარების მოსმენა, რომ ადამიანი ჟურნალისტიკას კი არა პროპაგანდას ემსახურებოდა. დასაფასებელია
პროკურორი - ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან დიდი ხნის ნაცნობობა და „ახლო მეგობრობა“ დაადასტურა
სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს და კუდევ ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
არქივი