პროკურორი - ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან დიდი ხნის ნაცნობობა და „ახლო მეგობრობა“ დაადასტურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 19 თებერვალი 2026, 23:42

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის⁸რ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან დიდი ხნის ნაცნობობა და „ახლო მეგობრობა“ დაადასტურა.

პროკურორის თქმით, ელისო კილაძემ პროცესზე განმარტა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ქოლ-ცენტრები არ ჰქონდა, სხვა შემთხვევაში მასაც ამხელდა.

„გივი ჯიბლაძეს, გიორგი კამლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს - დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს და ამას არც თვითონ უარყოფდა დღეს პროცესის მიმდინარეობისას. მან დღეს დაადასტურა დავით მიქაძესთან და ირაკლი სეხნიაშვილთან ახლო მეგობრობა. ასევე დაადასტურა, რომ გიორგი მიქაძეს იცნობს. მხოლოდ განმარტა, რომ ოთარ-რომანოვ ფარცხალაძეს არ იცნობს. მანვე განმარტა, რომ მას [ფარცხალაძე] არ ჰქონდა ქოლ-ცენტრები, სხვა შემთხვევაში მასაც ამხელდა“, - განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს, მათ შორის ოთარ ფარცხალაძეს [დაუსწრებლად] , აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გურამ როგავაზე: იშვიათია ამგვარი აღიარების მოსმენა, რომ ადამიანი ჟურნალისტიკას კი არა პროპაგანდას ემსახურებოდა. დასაფასებელია
სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს და კუდევ ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შოთა ბერეკაშვილი: ადგილობრივი წარმოება ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტია
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან
დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
არქივი