აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 20 თებერვალი 2026, 21:20

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო.

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება დაწერა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა, ჯონ რობერტსმა. მედიის ცნობით, სასამართლოს სამი წევრი წინააღმდეგი იყო, ექვსი კი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ტარიფები კანონზე მაღლა იდგა.

დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ტარიფების წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნისთვის ეკონომიკური დარტყმა იქნებოდა. ამერიკული მედიის შეფასებით, „ეს არის თეთრი სახლისთვის შთამბეჭდავი მარცხი იმ საკითხში, რომელიც პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური დღის წესრიგის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-იდან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვბლოკავთ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მანამ, სანამ უნგრეთისთვის „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება
მრცხვენია უზენაესი სასამართლოს გარკვეული წევრების გამო, რომელთაც არ ეყოთ სიმამაცე, გაეკეთებინათ ის, რაც მართებული იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის
ევროპა უნდა გონს მოეგოს, ევროპა ამოუცნობი გახდა - თუმცა უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი საპირისპირო გზით წავიდნენ
ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ტრამპმა ახალი 10%-იანი ტარიფი დააწეესა
ლევან მახაშვილი გიორგი გახარიაზე: ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მატრაკვეცობა - თავი წარმოაჩინა, თითქოს ის არის მიუნხენის კონფერენციის პროცესების მონაწილე
არქივი