CNN: ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტარიფების გაუქმების შესახებ „სამარცხვინო“ უწოდა და გუბერნატორებთან საუზმე ნაადრევად დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 20 თებერვალი 2026, 22:20

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც მისი ტარიფები გააუქმა, ინფორმაცია თეთრ სახლში გუბერნატორებთან საუზმის დროს, წერილის სახით მიიღო. მომხდარს პრეზიდენტმა „სამარცხვინო“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, ტრამპმა შეკრებილებს განუცხადა, რომ მას „სათადარიგო გეგმა“ უკვე გამზადებული აქვს. წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტი საუზმეზე განრისხდა და სასამართლოზე თავდასხმა დაიწყო, ერთ მომენტში კი გამოიყენა ფრაზა: „ეს დედა******ლი სასამართლოები [these f***ing courts]“.

გადაწყვეტილების გაგების შემდეგ, ტრამპმა გუბერნატორებთან შეხვედრა დაგეგმილზე ადრე დაასრულა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, მან გუბერნატორებს განუმარტა, რომ ადრე ტოვებდა ღონისძიებას, რათა სასამართლოს დადგენილებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვბლოკავთ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მანამ, სანამ უნგრეთისთვის „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება
მრცხვენია უზენაესი სასამართლოს გარკვეული წევრების გამო, რომელთაც არ ეყოთ სიმამაცე, გაეკეთებინათ ის, რაც მართებული იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის
ევროპა უნდა გონს მოეგოს, ევროპა ამოუცნობი გახდა - თუმცა უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი საპირისპირო გზით წავიდნენ
ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ტრამპმა ახალი 10%-იანი ტარიფი დააწეესა
ლევან მახაშვილი გიორგი გახარიაზე: ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მატრაკვეცობა - თავი წარმოაჩინა, თითქოს ის არის მიუნხენის კონფერენციის პროცესების მონაწილე
არქივი