ლევან მახაშვილი გიორგი გახარიაზე: ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მატრაკვეცობა - თავი წარმოაჩინა, თითქოს ის არის მიუნხენის კონფერენციის პროცესების მონაწილე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 20 თებერვალი 2026, 22:21

ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მატრაკვეცობა, რომ თავი წარმოაჩინა, თითქოს ის არის ამ პროცესების მონაწილე, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, გახარიამ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, იყო თუ არა მიუნხენის კონფერენციის მონაწილე.

„სინამდვილეში, როგორც ყოველთვის ხდება-ხოლმე, ჩვეულებრივ მანიპულირებენ ამ თემატიკით. თუ რაიმე სხვა არის, მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას განუმარტოს, აუხსნას, რეალურად სად იღებდა მონაწილეობას, ვის შეხვდა, მართლა იყო ამ პროცესების მონაწილე, თუ უბრალოდ გაიარა მიუნხენში და ჩათვალა, რომ ეს არის მიუნხენის კონფერენციაზე მონაწილეობა, - განაცხადა მახაშვილმა.

გიორგი გახარია, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები დააანონსა და გარკვეული მოლოდინი შექმნა, საეჭვოდ დუმს. მის სოციალურ ქსელში, სადაც ამ დრომდე საკმაოდ აქტიურად დებდა ნებისმიერი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, მიუნხენის კონფერენციიდან არაფერი გამოქვეყნებულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვბლოკავთ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მანამ, სანამ უნგრეთისთვის „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება
მრცხვენია უზენაესი სასამართლოს გარკვეული წევრების გამო, რომელთაც არ ეყოთ სიმამაცე, გაეკეთებინათ ის, რაც მართებული იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის
ევროპა უნდა გონს მოეგოს, ევროპა ამოუცნობი გახდა - თუმცა უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი საპირისპირო გზით წავიდნენ
ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ტრამპმა ახალი 10%-იანი ტარიფი დააწეესა
CNN: ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტარიფების გაუქმების შესახებ „სამარცხვინო“ უწოდა და გუბერნატორებთან საუზმე ნაადრევად დატოვა
არქივი