ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ტრამპმა ახალი 10%-იანი ტარიფი დააწეესა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 20 თებერვალი 2026, 23:41

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში საქონლის მთელ იმპორტზე, უკვე არსებული გადასახადების გარდა, დამატებით 10%-იან ტარიფს დააწესებს.

ამის შესახებ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კანონი, როდესაც 2025 წელს ცალმხრივად დააწესა ტარიფები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიმართ.

თუმცა, ტრამპის მიერ მანამდე დაწესებული ტარიფებისგან განსხვავებით, ახალი მოსაკრებლები მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ძალაში, თუ კონგრესი მათ გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს.

ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ის დაიწყებს რამდენიმე ახალ მოკვლევას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ტარიფების დასაწესებლად ცალკეული სავაჭრო კანონის საფუძველზე, რომელიც ცნობილია როგორც „301-ე მუხლი“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვბლოკავთ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მანამ, სანამ უნგრეთისთვის „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება
მრცხვენია უზენაესი სასამართლოს გარკვეული წევრების გამო, რომელთაც არ ეყოთ სიმამაცე, გაეკეთებინათ ის, რაც მართებული იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის
ევროპა უნდა გონს მოეგოს, ევროპა ამოუცნობი გახდა - თუმცა უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი საპირისპირო გზით წავიდნენ
ლევან მახაშვილი გიორგი გახარიაზე: ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მატრაკვეცობა - თავი წარმოაჩინა, თითქოს ის არის მიუნხენის კონფერენციის პროცესების მონაწილე
CNN: ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტარიფების გაუქმების შესახებ „სამარცხვინო“ უწოდა და გუბერნატორებთან საუზმე ნაადრევად დატოვა
არქივი