ევროპა უნდა გონს მოეგოს, ევროპა ამოუცნობი გახდა - თუმცა უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი საპირისპირო გზით წავიდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 21 თებერვალი 2026, 00:34

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კონტინენტი „ამოუცნობი“ გახდა, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, როგორებიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი.

„ევროპა „ვოუქ“ გახდა, ევროპა ამოუცნობია. როცა ბევრგან მიდიხართ - არა ყველა ქვეყანაში, აი, შეხედეთ უნგრეთს, შეხედეთ პოლონეთს, ჩეხეთს სლოვაკეთს - არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც სრულიად საპირისპირო გზით წავიდა. მაგრამ ევროპა ძლიერი უნდა იყოს, ისინი კი ამოუცნობები გახდნენ. მიდიხართ ზოგიერთ ქვეყანაში - არ მინდა კონკრეტულად დავასახელო, მაგრამ ვფიქრობ, ყველამ იცით, რაზეც ვსაუბრობ - და ისინი ამოუცნობია. გარემოსდამცველებმა ხელში ჩაიგდეს ყველაფერი; აქვთ ქარის წისქვილები, რომლებიც ანადგურებს მათ მინდვრებს, მათ მშვენიერ მდელოებსა და ოკეანეებს და ახლა ამაში დიდ ფულს იხდიან. ახლა ევროპა უნდა გონს მოეგოს. ევროპას ორი რამ კლავს: ენერგია და მიგრაცია“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვბლოკავთ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მანამ, სანამ უნგრეთისთვის „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება
მრცხვენია უზენაესი სასამართლოს გარკვეული წევრების გამო, რომელთაც არ ეყოთ სიმამაცე, გაეკეთებინათ ის, რაც მართებული იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის
ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ტრამპმა ახალი 10%-იანი ტარიფი დააწეესა
ლევან მახაშვილი გიორგი გახარიაზე: ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მატრაკვეცობა - თავი წარმოაჩინა, თითქოს ის არის მიუნხენის კონფერენციის პროცესების მონაწილე
CNN: ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტარიფების გაუქმების შესახებ „სამარცხვინო“ უწოდა და გუბერნატორებთან საუზმე ნაადრევად დატოვა
არქივი