14
21 თებერვალი 2026, 01:18
ვბლოკავთ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მანამ, სანამ უნგრეთისთვის „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
„უკრაინა უნგრეთს აშანტაჟებს ნავთობის ტრანზიტის შეჩერებით, რაც კოორდინირებულია ბრიუსელსა და უნგრეთის ოპოზიციასთან, რათა უნგრეთში მიწოდების შეფერხებები გამოიწვიოს და არჩევნების წინ საწვავზე ფასები გაზარდოს.
„დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთისთვის ნავთობის ტრანზიტის ბლოკირებით, უკრაინა არღვევს ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას და არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ ამ შანტაჟს არ დავნებდებით“, - დასძინა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |