შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე: ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“. დონორი უმალავდა და უმალავს დღემდე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას, თუ რას აფინანსებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 21 თებერვალი 2026, 21:10

მე მას ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დონორი უმალავდა და უმალავს დღემდე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას, თუ რას აფინანსებს.

„ბევრი იყო შეფასება, თუმცა არგუმენტიც მოვისმინე და შევეცდები ამას ვუპასუხო. კერძოდ, რომ გამჭვირვალობა სინამდვილეში პრობლემა არასდროს ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია. ვიტყვი, რატომაც არის ეს ტყუილი.

მაშინაც იყო საუბარი იმაზე, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა. სინამდვილეში მე რამდენჯერმე მოვყევი ისტორია. ის, რომ მაგალითად ევროკავშირის მოქმედმა ელჩმა, როდესაც მე მასთან მქონდა საუბარი „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ დაფინანსებაზე როდესაც გახდა ცნობილი, ასე ვთქვათ, თუმცა არა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ასაჯაროებდნენ, არამედ შემთხვევით, რომ თურმე „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა „დროას“ მიერ შექმნილ ფიქციურ არასამთავრობო ორგანიზაციას, იგივე სახელწოდებით „დროა“. ელენე ხოშტარიას მისამართზე იყო რეგისტრირებული, აფინანსებდა „ენჯეოს“, სინამდვილეში აფინანსებდა პარტიას. როდესაც გავიგეთ, რომ თურმე ევროკავშირი აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას და ეს იყო დაფინანსებული „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ. ესეც შემთხვევით გავიგეთ. როდესაც ეს ყველაფერი გავიგეთ, ვკითხე მაშინ ევროკავშირის მოქმედ ელჩს, რომ მოეკითხა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ მოვყვები ამ ისტორიას, რამდენიმე ხნის შემდეგ ის დამიბრუნდა და მითხრა, რომ ნახა რას აფინანსებს „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ და რომ ის მეთანხმება, ნამდვილად ჩანს იქ პოლიტიკური მოტივაცია ამ დაფინანსებაში. მე მას ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“. ამ ისტორიიდან რა დასკვნა გამოგვაქვს. პირველი, რა თქმა უნდა, დაფინანსება იყო გაუმჭვირვალე და ეს არის ფაქტი. მეორე, არათუ გაუმჭვირვალე, დონორი უმალავდა და უმალავენ დღემდე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას თუ რას აფინანსებს. ასე რომ, ეს არის ფაქტი, რომ იყო გაუმჭვირვალე და ამას სჭირდებოდა რეგულაცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, არაფერ შუაშია აქ მტრული, რომ ვინმე ევროკავშირს აცხადებს მტრულად, აშშ-ს აცხადებს მტრულად, ან საერთოდ ვინმეს აცხადებს, არ აცხადებს მტრულად.

„მეორე მანიპულაცია თქვენი მხრიდან, თითქოს იმის გამო, რომ მოგიწევთ თქვენი ფინანსების გასაჯაროება, რასაც აკეთებს სახელმწიფო, რასაც აკეთებენ საჯარო მოხელეები დეკლარაციებით, რასაც აკეთებს ყველა პატიოსანი ადამიანი, ვისაც დასამალი არაფერი აქვს, რომ თითქოს ეს არის მტრულთან რაიმე დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად ის მანიპულაცია, რასაც იყენებდნენ. არაფერ შუაშია აქ მტრული, რომ ვინმე ევროკავშირს აცხადებს მტრულად, აშშ-ს აცხადებს მტრულად, ან საერთოდ ვინმეს აცხადებს, არ აცხადებს მტრულად. ეს არ არის ამის ნაწილი. საუბარია ჩვენსა და სხვებზე. საუბარია ჩვენს პოლიტიკაში სხვებმა უნდა დახარჯონ თუ არა ფული. ამაზეა საუბარი და ვინც ამ ზღვარს ვერ ხედავს, თავისას და სხვისას ვერ ასხვავებს, ვერ ხვდება რა არის შიდა პოლიტიკა, რა არის გარე ჩარევა შიდა პოლიტიკაში, ის უპირველეს ყოვლისა ვერ ხვდება იმას, რასაც დღეს აღვნიშნავთ - ჩვენი პირველი კონსტიტუციის დღეს, რომელშიც პირველივე მუხლის პირველივე წინადადებაში სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე იყო საუბარი. როდესაც სხვები ერევიან დაუკითხავად, იქ მათ არაფერი ესაქმებათ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორი - მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს
არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს
ყველა ქვეყნისთვის ტარიფებს 10%-დან 15%-მდე გავზრდი
დღეს რომ მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს, გარდა მისი საქციელისა, მთავარი დამნაშავე არის ზოგიერთი ელჩი, სასამართლოში რომ ისხდნენ. ისინი, ვინც მას აგულიანებდნენ, რომ არ ეღიარებინა დანაშაული, არ წასულიყო საპროცესო შეთანხმებაზე
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს - სამყაროში რა ხდება, თითქოს ვერ ხვდებით
არქივი