არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 21 თებერვალი 2026, 22:20

არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„რაც შეეხება [ხელისუფლების] არაღიარებას, სინამდვილეში, მარტივად საჭიროა მუხლის წაკითხვა, რომელიც ეხება ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ეს არის მისი სათაური და არსი: კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ მოწოდება, ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება, ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ მოწოდება, საკუთარი თავის წარმოჩენა როგორც სხვა ხელისუფლება.

პასუხისმგებლობიანი დონორის განმარტება არ გესმით. გგონიათ, რომ ფული მიეცი და ხელები დაიბანა, ესაა. ასე არ არის. ფულს რომ აძლევ აქ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ, შენივე ფულით დაბეჭდილი პლაკატით წაახალისონ, კეთილი ინებე და პასუხი აგე. არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორი - მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს
ყველა ქვეყნისთვის ტარიფებს 10%-დან 15%-მდე გავზრდი
დღეს რომ მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს, გარდა მისი საქციელისა, მთავარი დამნაშავე არის ზოგიერთი ელჩი, სასამართლოში რომ ისხდნენ. ისინი, ვინც მას აგულიანებდნენ, რომ არ ეღიარებინა დანაშაული, არ წასულიყო საპროცესო შეთანხმებაზე
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს - სამყაროში რა ხდება, თითქოს ვერ ხვდებით
შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა და ამ გამოწვევაზე ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს
არქივი