პროკურორი - მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 21 თებერვალი 2026, 22:21

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს.

აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ტელეკომპანია ,,ფორმულას" განუცხადა.

პროკურორის თქმით, მისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება, ბრალდებული ბუსა ჟვანია.

,,ბუსა ჟვანია ქვეყნიდან არ არის გასული ოფიციალურად და მე არ ვიცი, სად არის”,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ბუსა ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს
ყველა ქვეყნისთვის ტარიფებს 10%-დან 15%-მდე გავზრდი
დღეს რომ მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს, გარდა მისი საქციელისა, მთავარი დამნაშავე არის ზოგიერთი ელჩი, სასამართლოში რომ ისხდნენ. ისინი, ვინც მას აგულიანებდნენ, რომ არ ეღიარებინა დანაშაული, არ წასულიყო საპროცესო შეთანხმებაზე
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს - სამყაროში რა ხდება, თითქოს ვერ ხვდებით
შალვა პაპუაშვილი: ფაქტია, რომ უცხოური გავლენა დღეს გამოწვევაა და ამ გამოწვევაზე ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობდეს
არქივი