მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: საზოგადოებას სპეკულაციურად აჯერებენ, რომ თითქოს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ხალხი უფრო ღარიბდება, ეს აბსოლუტურად არასწორი დასკვნაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 22 თებერვალი 2026, 20:59

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია სოციალურად დაუცველთა რიცხვებით მანიპულაციურად ჟონგლიორობს.

„ეს სულ სპეკულაციებია, სულ მანიპულაციური ჟონგლიორობა რაოდენობებით, კონკრეტული შემთხვევებით, თან ასეთ სპეკულაციებს ოპოზიციიდან ახორციელებენ იმ პირობებში, როდესაც ყველამ კარგად იცის, რა არის რეალურად მიზეზი, მაინც საზოგადოებას სპეკულაციურად აჯერებენ, რომ თითქოს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ხალხი უფრო ღარიბდება, ეს აბსოლუტურად არასწორი დასკვნაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს: ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „სახეზეა ოჯახები, რომელთაც, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ლაშა კასრაძე სახდეპის ახალ სტრატეგიაზე: ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ ტრადიციული ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც არაფრად აგდებდა ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას საერთაშორისო ურთიერთობებში - სუვერენიტეტს
ლაშა კასრაძე სახდეპის ახალ სტრატეგიაზე: ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ ტრადიციული ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც არაფრად აგდებდა ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას საერთაშორისო ურთიერთობებში - სუვერენიტეტს
დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა, ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა
პოლიციამ სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
არქივი