დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა, ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 22 თებერვალი 2026, 21:56

დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა, ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, დაივიწყეთ ურთიერთწყენაშეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში დიდმარხვის დაწყების წინ.

„დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა… ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, – გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნების შვიდეულიც ემატება.

ამ მარხვის დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს (არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ), რათა, ძალისამებრ ჩვენისა, ღირსეულად შევხვდეთ მაცხოვრის აღდგომის დიდებულ დღეს.

დაივიწყეთ ურთიერთწყენაშეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, მუდმივად თქვით იესოს და ღვთისმშობლის ლოცვა („მოწყალებისა კარი განგვიღე“) ასევე 50-ე ფსალმუნი; ყოველკვირეულად აღსარებითა და ზიარებით განმტკიცდით და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით შეიმოსეთ.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი და მოგცეთ ძალა, ღვთის ერთგულ ძეებად და ასულებად იწოდებოდეთ. ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება. მუდამ თქვენთვის მლოცველი ილია მეორე“,- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ლაშა კასრაძე სახდეპის ახალ სტრატეგიაზე: ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ ტრადიციული ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც არაფრად აგდებდა ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას საერთაშორისო ურთიერთობებში - სუვერენიტეტს
ლაშა კასრაძე სახდეპის ახალ სტრატეგიაზე: ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ ტრადიციული ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც არაფრად აგდებდა ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას საერთაშორისო ურთიერთობებში - სუვერენიტეტს
პოლიციამ სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
ალექსანდრე დარახველიძე: პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს
არქივი