ლაშა კასრაძე სახდეპის ახალ სტრატეგიაზე: ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ ტრადიციული ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც არაფრად აგდებდა ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას საერთაშორისო ურთიერთობებში - სუვერენიტეტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 22 თებერვალი 2026, 23:43

ეს განცხადება არის პირდაპირი დარტყმა იმ ტრადიციული ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც არაფრად აგდებდა ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას საერთაშორისო ურთიერთობებში - სუვერენიტეტს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ სტრატეგიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, დიდი საერთაშორისო ინსტიტუციონალიზმი კარგავს გავლენას და წინა ფლანგზე მოდის სახელმწიფო ინტერესები და სუვერენიტეტი, როგორც გეოპოლიტიკაში, ასევე სოციოკულტურულ საკითხებში.

„საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ჩვენ უფრო გვაწყობს ეს მომენტი, რასაც ტრამპი დიდ ყურადღებას აქცევს. დადგა დრო, რომ სუვერენიტეტს მიექცეს ყურადღება და უფრო ტრადიციული კონსერვატიული საგარეო პოლიტიკა ჩამოყალიბდეს ინტერესებზე დაარსებული.

თითოეული დიდი სახელმწიფო გადაწყვეტილებას იღებს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები. აქ უკვე ჩვენ მივდივართ იქამდე, რასაც ტრამპი ამბობს, რომ „გაერთიანებული ერები“ პრინციპში, არაფერს ნიშნავს“, - აღნიშნა ლაშა კასრაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტოებთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის ხელისუფლება აღარ დააფინანსებს და მხარსაც არ დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ლაშა კასრაძე სახდეპის ახალ სტრატეგიაზე: ეს არის პირდაპირი დარტყმა იმ ტრადიციული ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ, რომელიც არაფრად აგდებდა ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას საერთაშორისო ურთიერთობებში - სუვერენიტეტს
დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა, ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა
პოლიციამ სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
ალექსანდრე დარახველიძე: პირველი მარტიდან უცხოელმა, ვისაც სურს საქართველოში დასაქმება, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვოს
არქივი