მაკა ბოჭორიშვილი - ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები, მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 23 თებერვალი 2026, 20:36

ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები, მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ ესტონეთის ელჩმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა.

„გაურკვევვლია, რა მხარდაჭერაზეა საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები. მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური საკითხი, ეხება განათლების პოლიტიკას ქვეყანაში, უკავშირდება ჩვენი მომავალი თაობებისთვის განათლების კარგი სისტემის შექმნას. ამ პროცესის პოლიტიზება მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იქნება განათლების რეფორმის დასაზიანებლად და არა – სასიკეთოდ. შესაბამისად, ნამდვილად მიუღებელია როდესაც ვხედავთ უცხოელი აქტორების მხრიდან ამ საკითხის პოლიტიზების მცდელობას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლონდონის პოლიციამ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი დააკავა
მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
რუსები სხვადასხვა ვალდებულების აღებას დათანხმდნენ, რომლებსაც ახლა არ ასრულებენ, იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე
არქივი