რუსები სხვადასხვა ვალდებულების აღებას დათანხმდნენ, რომლებსაც ახლა არ ასრულებენ, იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 23 თებერვალი 2026, 20:37

ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ, რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე დავთვალე, სულ მცირე, 30 საერთაშორისო შეთანმხება, რომლითაც რუსები სხვადასხვა ვალდებულების აღებას დათანხმდნენ, რომლებსაც ახლა არ ასრულებენ. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გავუზიარე დოკუმენტი, სადაც მოცემულია ის დათმობები, რომლებიც უნდა ვიხილოთ რუსეთის მხრიდან და ეს უნდა განვიხილოთ, მაგრამ თუ პირველი პუნქტი იქნება, რომ რუსეთმა შეასრულოს მათ მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით უკვე აღებული ვალდებულებები, ეს ასევე შეეხებოდა იმ ტერიტორიებს, რომელთა ოკუპაციაც მოახდინეს და საიდანაც უნდა გაიყვანონ ჯარები“, – განაცხადა კაია კალასმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლონდონის პოლიციამ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი დააკავა
მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
მაკა ბოჭორიშვილი - ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები, მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე
არქივი