მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 23 თებერვალი 2026, 21:54

მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დიპლომატები იმსჯელებენ ევროპაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე.

ბოჭორიშვილის თქმით, ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა.

„ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ არაერთი კამპანია, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, აგებული იყო მთლიანად ტყუილზე, დეზინფორმაციულ ნარატივებზე. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი შეუძლია, მიაყენოს როგორც ქვეყანას, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუმცა, ერთი მხრივ, როდესაც აცნობიერებ, რამდენად დიდი პრობლემაა დეზინფორმაცია, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობ ან თვალს ხუჭავ დეზინფორმაციული კამპანიების დაფინანსებაზე, ეს ბრძოლა ნაკლებად იქნება გულწრფელი, თუ ნაბიჯები არ იქნება გადადგმული“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლონდონის პოლიციამ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი დააკავა
რუსები სხვადასხვა ვალდებულების აღებას დათანხმდნენ, რომლებსაც ახლა არ ასრულებენ, იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც
მაკა ბოჭორიშვილი - ვხედავთ, რომ არის განათლების რეფორმის პოლიტიზების მცდელობები, მიუღებელია ამ პროცესში უცხო ქვეყნის ელჩების ჩართვა
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე
არქივი