ლონდონის პოლიციამ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი დააკავა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება. ეს მას შემდეგ ხდება, რაც გაირკვა, რომ მანდელსონს ახლო კავშირები ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა ელექტრონული წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ მანდელსონსა და ეპშტეინს უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე ეს საჯაროდ იყო ცნობილი.
გარდა ამისა, გაირკვა, რომ მანდელსონმა ეპშტეინს კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარა მაშინ, როდესაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის მთავრობაში მინისტრი იყო.
ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების დადასტურების გამო დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მანდელსონმა დატოვა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტიაც.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |