70
24 თებერვალი 2026, 22:34
ლუდმილა ნავალნაიამ გაასაჩივრა გადაწყვეტილება რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (ФСИН) წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რომლითაც ითხოვდა მორალური ზიანის კომპენსაციას კოლონიაში მისი შვილის გარდაცვალების გამო. პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაადგინა „სამედიცინო დახმარების გაწევის პროცესში ისეთი ხარვეზების არსებობა, რომლებმაც ნავალნის სიკვდილი გამოიწვია ან ხელი შეუწყო მას. სააპელაციო ინსტანციამაც სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია ნავალნისთვის სასჯელის მოხდის პერიოდში, გამოსასწორებელ კოლონიაში, სამედიცინო დახმარების დროულად და სათანადოდ ორგანიზება“,- განაცხადეს სასამართლოში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |