62
24 თებერვალი 2026, 22:46
ჩვენ არ ვაწვდით და არც ვაპირებთ მივაწოდოთ უკრაინას ბირთვული იარაღი ან შესაბამისი შესაძლებლობები, განუცხადეს РБК-ს ბრიტანეთის საელჩოში მოსკოვში.
საფრანგეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამაც უარყო რუსეთის სპეცსამსახურების განცხადება.
„განცხადება, რომელსაც თქვენ ეყრდნობით, ე.წ. უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის გეგმების შესახებ, სრული სიცრუეა. რუსებს დიდი ხანია უნდა ესმოდეთ, როგორ უნდა აღიქვან ასეთი სახის პროვოკაციები ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან“ -განაცხადეს საელჩოში.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ტიხიმ Reuters-ს განუცხადა, რომ კიევი „უარყოფს ასეთ აბსურდულ ბრალდებებს“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |