36
24 თებერვალი 2026, 23:11
როგორც Bloomberg ევროპელ ოფიციალურ პირებსა და ნატოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ სამშვიდობო შეთანხმება 4 ივლისამდე გაფორმდება. იმ დღეს, როცა აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
წლევანდელი დღესასწაული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250 წელი სრულდება.
ანალოგიური ინფორმაცია ერთი დღით ადრე გაავრცელა გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა, ხოლო გასულ კვირას ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Die Welt-მაც დაწერა.
ამასთან, გერმანული გაზეთი აღნიშნავს, რომ შეთანხმების მისაღწევად კიევსა და ევროპას, შესაძლოა, ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმება მოუწიოთ, სანაცვლოდ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივის მიღებით.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |