გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“ - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მადლობას უხდის 107 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, რეზოლუციის მხარდაჭერისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 24 თებერვალი 2026, 23:25

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიგა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის - „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“ - მიღებას მიესალმება. მინისტრის განცხადებით, გადამწყვეტ მომენტებში საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო პოზიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სიბიგას თქმით, ეს არ არის მხოლოდ მორიგი კენჭისყრა. ეს არის იმის დადასტურება, რომ უკრაინა მარტო არ არის და გაეროს წესდების პრინციპები კვლავ აქტუალურია.

რეზოლუციას მხარი გაეროს 107-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის საქართველომ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფოს, რომელმაც უკრაინის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ხმა მისცა.

„დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის ხმა იყო მკაფიო. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობისთვის, რომელიც საერთაშორისო წესრიგის დაცვაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა სიბიგამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში უკრაინის ელჩი: აშშ-მა უკრაინა გააფრთხილა, რომ რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებისას ამერიკულ ინტერესებს არ შეეხოს
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კომენტარი გააკეთა ორი მამაკაცის დაკავებაზე, რომლებიც მისი ოჯახის წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებდნენ
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
უკრაინული მედია: აშშ-მა, უნგრეთმა, სომხეთმა მხარი არ დაუჭირეს გაეროს რეზოლუციას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერის შესახებ
ლუვრის დირექტორი გადადგა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ესს „პასუხისმგებლიანი ნაბიჯია“
არქივი