ფრაზის პირველი ნაწილი არის ყველაზე შემზარავი - რომ დროის მოგების მიზნით უჭერენ მხარს უკრაინას, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
მან ამგვარად შეაფასა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ „ახლა, დროის მოგების მიზნით, უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე უკრაინას ევროკავშირი“.
„თითქმის მილიონია უკვე მსხვერპლი უკრაინაში, მილიონობით ადამიანია ლტოლვილი, ნგრევის ხარისხი როგორია, არ ვიცი, ამას რა დათვლის, კატასტროფული ვითარებაა. და ყველაფერი იმისთვის, რომ დრო მოიგოს ცაჰკნამ? აი, ეს თქვა მან ხმამაღლა. აი, ეს არის შემზარავი. ჩვენ რომ ამ ავანტიურას წამოვგებოდით, ცაჰკნა იტყოდა, „უკრაინა და საქართველო ჩვენ ახლა დროს გვაგებინებენ“, მაგრამ საქართველო იქნებოდა მიწასთან გასწორებული, ათიათასობით ლტოლვილი გვეყოლებოდა და მსხვერპლის რაოდენობა ალბათ ძალიან დიდი იქნებოდა”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |