უკრაინული მედია: აშშ-მა, უნგრეთმა, სომხეთმა მხარი არ დაუჭირეს გაეროს რეზოლუციას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 24 თებერვალი 2026, 23:44

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით 107 ქვეყნის ხმით მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“ - რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არ იყო აშშ, - წერს უკრაინული მედია.

რეზოლუციის ინიციატორი უკრაინა იყო. დოკუმენტი მოუწოდებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რეზოლუცია ასევე მოითხოვს სამხედრო ტყვეთა სრულ გაცვლას, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებასა და სამოქალაქო პირების დაბრუნებას.

რეზოლუციას მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 12: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა, ბურკინა-ფასო, ბურუნდი, ერიტრეა, მალი, სუდანი, ნიკარაგუა და ნიგერი.

კენჭისყრისგან თავი 51-მა ქვეყანამ შეიკავა. მათ შორის არიან: აშშ, უნგრეთი, ჩინეთი, სომხეთი, ინდოეთი, ყაზახეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

აშშ ასევე ცდილობდა რეზოლუციაში ცვლილებების შეტანას, კერძოდ კი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობის შესახებ პუნქტების ამოღებას. გენერალურმა ასამბლეამ ამერიკული მხარის წინადადებები უარყო. მათ წინააღმდეგ ხმა 69-მა ქვეყანამ მისცა, მომხრე 11 იყო, ხოლო 62-მა თავი შეიკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში უკრაინის ელჩი: აშშ-მა უკრაინა გააფრთხილა, რომ რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებისას ამერიკულ ინტერესებს არ შეეხოს
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კომენტარი გააკეთა ორი მამაკაცის დაკავებაზე, რომლებიც მისი ოჯახის წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებდნენ
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
ლუვრის დირექტორი გადადგა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ესს „პასუხისმგებლიანი ნაბიჯია“
შარმანაშვილი: ჩვენ რომ ამ ავანტიურას წამოვგებოდით, ცაჰკნა იტყოდა, „უკრაინა და საქართველო ჩვენ ახლა დროს გვაგებინებენ“, მაგრამ საქართველო იქნებოდა მიწასთან გასწორებული
არქივი