საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 25 თებერვალი 2026, 22:22

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდ ხვალ, 26 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ მინისტრმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი.

"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, თუ რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების, რომ ქართული ტელევიზიები [დასანქცირდნენ]. გარდა იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე ვსაუბრობთ და მედიაზეა საუბარი, როდესაც სანქციებზეა საუბარი, ამას სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიურ „State of the Union” გამოსვლას დაესწრო
ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ფორმალური ნაწილი სრულიად ანეკდოტური, ღიმილისმომგვრელი, შეურაცხმყოფელია ყველაფერთან ერთად და რეალური მიზეზი - ტვინის რეცხვის მეინსტრიმი, რაშიც ალბათ ვერ ჩაჯდა „იმედი“
ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს
ირაკლი კირცხალია: ყოველთვის ვამბობდით, რომ ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში, დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს
ირაკლი კირცხალია ელჩებზე: როგორ გაბედა საქართველომ და დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, გადაარჩინა ქვეყანა სისხლისმღვრელი ომისგან, ეს ვერ აიტანეს
არქივი