ირაკლი კირცხალია: ყოველთვის ვამბობდით, რომ ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში, დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 25 თებერვალი 2026, 23:46

მათ გადაწყვეტილი აქვთ, დიფ სთეითის ბინძურ სცენარს მიჰყვნენ. გრძნობენ, რომ ისინი წარმავალი არიან. ყოველთვის ვამბობდით ჩვენ, რომ ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს, რასაც მთელი მსოფლიო კარგად ხედავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალია გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის თემას.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ზოგიერთი ელჩის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს ეხება.

„აქედან გამომდინარე ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ის ძალაუფლება, რომელიც დღეს აქვთ მაქსიმალურად დესტრუქციულად გამოიყენონ. ამაზე მეტი არადემოკრატიულობა, თავხედობა რა შეიძლება გააკეთო. ევროკავშირის ელჩი და ა.შ. გამოდიან და პირდაპირ მოუწოდებენ, რომ დიახ, სანქციები უნდა დაუწესოთ რუსეთს, უნდა დაინგრეს თქვენი ეკონომიკა, რადგან ჩვენ ასე გვინდაო. ამ ნანგრევებში უნდათ რომ მოყვეს ჩვენი ქვეყანა. არამხოლოდ ღიად მოგვიწოდებდნენ ამ ყველაფერს, არამედ სახელმწიფო გადატრიალებაში პირდაპირ იღებდნენ მონაწილეობას თავიანთი განცხადებებით“, - აღნიშნა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიურ „State of the Union” გამოსვლას დაესწრო
ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ფორმალური ნაწილი სრულიად ანეკდოტური, ღიმილისმომგვრელი, შეურაცხმყოფელია ყველაფერთან ერთად და რეალური მიზეზი - ტვინის რეცხვის მეინსტრიმი, რაშიც ალბათ ვერ ჩაჯდა „იმედი“
ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს
ირაკლი კირცხალია ელჩებზე: როგორ გაბედა საქართველომ და დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, გადაარჩინა ქვეყანა სისხლისმღვრელი ომისგან, ეს ვერ აიტანეს
„რადიო თავისუფლების“ ბულგარული და რუმინული სერვისები 31 მარტს მაუწყებლობას შეწყვეტენ
არქივი