ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 25 თებერვალი 2026, 23:48

ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხან თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე ბრიტანეთიდან განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს ბრიტანეთი იმეორებს იგივე თავდასხმას, რაც მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ „იმედში“ 2007 წელს დაატრიალა.

„105 წელი გავიდა 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, ეს დღე ქართველებს გვახსენებს თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, სამშობლოსთვის, ღირსებისთვის ბრძოლა, ეს გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ნიშნადობლივია, რომ ამ დღეს ვზივარ ტელევიზიაში, რომელიც მაშინ მეხუთე კოლონამ ფიზიკურად დაარბია, გვახსოვს რამდენიმეწლიანი ოკუპაცია, ძალადობრივი ოკუპაცია და დღეს უკვე ვხედავთ, მეხუთე კოლონას სრულად ძალგამოცლილს, სათავეში ჩაუდგნენ თავიანთი პატრონები და კლასიკური, ყველაზე ბოროტი საბოჭოთა მეთოდებით ცდილობენ გამოიყენონ თავიანთი ძალა. ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხან თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას. იმეორებენ იგივე თავდასახმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს. პატივია თითოეული ქართველისთვის ამ ტელეკომპანიაში მოსვლა, დღეს კიდევ განსაკუთრებულად შემიძლია ვთქვა, რომ ამაყი ვარ, რადგან დღესაც დგას ეს ტელევიზია, მისი ღირსეული გუნდი მშვიდობის, სამშობლოს, ერთიანობის სადარაჯოზე, როგორც ეს იყო და როგორი ისტორიაც აქვს ამ სახელს, რასაც „იმედი“ ქვია, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიურ „State of the Union” გამოსვლას დაესწრო
ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ფორმალური ნაწილი სრულიად ანეკდოტური, ღიმილისმომგვრელი, შეურაცხმყოფელია ყველაფერთან ერთად და რეალური მიზეზი - ტვინის რეცხვის მეინსტრიმი, რაშიც ალბათ ვერ ჩაჯდა „იმედი“
ირაკლი კირცხალია: ყოველთვის ვამბობდით, რომ ბრიუსელი ვერ იქნება კაია კალასი, ისევე როგორც დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია დიდ ბრიტანეთში, დიდ ბრიტანეთს არ წარმოადგენს
ირაკლი კირცხალია ელჩებზე: როგორ გაბედა საქართველომ და დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, გადაარჩინა ქვეყანა სისხლისმღვრელი ომისგან, ეს ვერ აიტანეს
„რადიო თავისუფლების“ ბულგარული და რუმინული სერვისები 31 მარტს მაუწყებლობას შეწყვეტენ
არქივი