პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოდანაშაულებში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 26 თებერვალი 2026, 20:55

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, რაც ორ ეტაპად მიჰყიდა მოქალაქეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 15 ოქტომბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) და 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზ ტრასი: როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავარი მარცხი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ჩანაწერია, რადგან ეს საკუთარი თავის შეზღუდვას და უფროსის დანიშვნას გულისხმობს
დაუდგენელმა პირებმა პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის ოფისის სალაროდან 141 000 აშშ დოლარი მოიპარეს
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
The Spectator: კირ სტარმერი ანადგურებს აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობას
არქივი