ჰილარი კლინტონი: წარმოდგენა არ მქონდა ჯეფრი ეპშტეინის კრიმინალურ საქმიანობაზე - არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი მას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 26 თებერვალი 2026, 21:46

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სახელმწიფო რეფორმების კომიტეტში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინისა და მისი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

„როგორც 13 იანვარს ჩემს ფიცით დადასტურებულ განცხადებაში აღვნიშნე, წარმოდგენა არ მქონდა მათ კრიმინალურ საქმიანობაზე. არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი ბატონ ეპშტეინს“, - განაცხადა კლინტონმა წინასწარ მომზადებულ შესავალ სიტყვაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მე არასოდეს მიფრენია მისი თვითმფრინავით და არც მის კუნძულზე, სახლებში ან ოფისებში ვყოფილვარ. ამასთან დაკავშირებით დასამატებელი არაფერი მაქვს“, - აღნიშნა მან.

ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს, რომელსაც ეპშტეინთან დოკუმენტურად დადასტურებული მეგობრობა აკავშირებდა და 2000-იანი წლების დასაწყისში რამდენჯერმე იმგზავრა მისი თვითმფრინავით, ჩვენების მიცემა პარასკევს აქვს დაგეგმილი.

„ამ მომენტისთვის კლინტონებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში არავინ ადანაშაულებს. მათ მიეცემათ ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის უფლება“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა ჩვენების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზ ტრასი: როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავარი მარცხი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ჩანაწერია, რადგან ეს საკუთარი თავის შეზღუდვას და უფროსის დანიშვნას გულისხმობს
დაუდგენელმა პირებმა პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის ოფისის სალაროდან 141 000 აშშ დოლარი მოიპარეს
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
The Spectator: კირ სტარმერი ანადგურებს აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობას
არქივი