53
26 თებერვალი 2026, 22:14
დაუდგენელმა პირებმა პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის ოფისის სალაროდან 141 000 აშშ დოლარი (500 000-ზე მეტი პოლონური ზლოტი) მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქურდობაში, შესაძლოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი იყოს ჩართული.
„საქმის ფარგლებში პირველი მოწმეები უკვე დაკითხეს. ზარალის საერთო ოდენობა და დაზარალებულთა რაოდენობა დგინდება“, – განაცხადა ვარშავის რაიონული პროკურატურის პრესსპიკერმა, ანტონი სკიბამ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |